15 მაისს საქართველოს ელჩმა ელგუჯა ხოკრიშვილმა შეხვედრა გამართა გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების კომიტეტების და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის დელეგაციის წევრთან მატერნ ფონ მარშალთან.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და რუსეთის უკანონო ქმედებებს. მხარეებმა განიხილეს ევროპის საბჭოში მიმდინარე აქტუალური პროცესები. აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეს კონტექსტში განხილულ იქნა განვლილი 10 წლის მანძილზე მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები. საუბრის თემა იყო ასევე დეპუტატის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში.