გერმანიის ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის (IPS) ფარგლებში ორგანიზებულ მიღება.

  • 6 ივნისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულრესპუბლიკაში, ელგუჯა ხოკრიშვილი დაესწრო გერმანიის ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის (IPS) ფარგლებში ორგანიზებულ მიღებას გერმანიის ბუნდესტაგში. საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამას გერმანიის ბუნდესტაგი 1986 წლიდან მსოფლიოს 44 ქვეყანასთან თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს. პროგრამის ძირითად მიზნებია გერმანიას და მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა. მიღების ფარგლებში ქართველმა სტიპენდიატებმა, ისევე როგორც სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა გერმანიაში საქართველოს საელჩოს და გერმანიის ბუნდესტაგის ხელშეწყობით მოამზადეს ქართული სტენდი, რომელზეც ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს საქართველოზე ინფორმაციის მიღების გარდა, ქართული ღვინოების და კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ.