მარია ადებარმა,ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ.არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, გერმანია არ აღიარებს აღნიშნულ „არჩევნებს“ და იგი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას: „9 ივნისს საქართველოს რეგიონში -სამხრეთ ოსეთში გაიმართა ე.წ.არჩევნები. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არალეგიტიმურად მივიჩნევთ მის შედეგებს. გერმანია ისევე, როგორც ევროკავშირი, არ აღიარებს იმ “სამართლებრივ” ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ეს „არჩევნები“ ჩატარდა, ვინაიდან გერმანია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ – განაცხადა მარია ადებარმა.