1 აგვისტოს, ქალაქ ბერლინში, ევროპული კულტურების მუზეუმში, რიგით მე-16 ევროპული კულტურის დღეების, სათაურით – „საჭმელი გვაერთიანებს“ გახსნითი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდა 400 მეტი ადამიანი. მისასალმებელი სიტყვა ბერლინში სახელმწიფო საღამოს გახსნით ცერემონიაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ბერლინის მუზეუმების გენერალური დირექტორის მოადგილემ -კრისტინა ჰააკმა, ევროპული კულტურების მუზეუმის დირექტორმა – ელისაბედ ტიტმაიერმა, ევროპული კულტურული დღეების კურატორმა- ირენე ციემ და გერმანიაში საქართველოს საელჩოს კულტურის ატაშემ – ქეთევან გვენეტაძემ.

საქართველოს საელჩო ევროპული კულტურების მუზეუმთან ერთად იყო ღონისძიების თანამასპინძელი. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა, დაეგემოვნებინა ქართული ღვინო და ქართული კერძები, ასევე მიეღოთ ინფორმაცია საქართველოსა და ქართული კულტურის შესახებ. ევროპული კულტურების დღეების სტუმრებს მთელი თვის მანძილზე, შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს და ეზიარონ ქართულ, ბერძნულ, შვედურ და იტალიურ კულტურასა და სამზარეულოს.