16 სექტემბერს საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილმა გამართა გაცნობითი შეხვედრა გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილესთან, ფრაქცია „მემარცხენეს“ სპიკერთან განვითარების მიზნით დახმარების პოლიტიკის საკითხებში ჰელინ ევრიმ ზომერთან.
შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობაზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს, მცოცავი ანექსიისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.
მხარეები შეთანხმდნენ ორი ქვეყნის ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების მიზნით აქტიური თანამშრომლობის შენარჩუნებაზე.