23 სექტემბერს ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით ბერლინში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „გერმანია და აღმოსავლეთ პარტნიორობა ათი წლის შემდეგ“. ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნა, თუ რა იქნა მიღწეული აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლის განმავლობაში და რა გამოწვევები არსებობს დღესაც.

დისკუსიის საგანი იყო ასევე ინიციატივის სამომავლო პერსპექტივა, გერმანიის როლი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში და ევროკავშირის სამომავლო პოლიტიკა. აღნიშნულ სადისკუსიო პანელში მონაწილეობას იღებდა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა.

პარლამენტარმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის პროცესის პრიორიტეტულობას და ისაუბრა ქართული მხარის ხედვაზე ინიციატივის მომავალთან დაკავშირებით.