7 ნოემბერს საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილმა შეხვედრა გამართა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის, ბელარუსის, მოლდოვას და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეფერატის ხელმძღვანელთან ტობიას ტუნკელთან.
შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ინტეგრაციის საკითხს ევროკავშირში და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მომავალს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს უსაფრთხოების მდგომარეობაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.