საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ვოლფგანგ შოიბლეს შეხვდა

შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს და კიდევ ერთხელ დადასტურდა გერმანიის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართშეხვედრაზე მწვავედ იქნა შეფასებული ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, მათ შორის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტი, რაც საოკუპაციო ძალების მხრიდან წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის მორიგ ფაქტს, დესტრუქციულ ქმედებას და ხელს არ უწყობს ადგილზე სტაბილურობის უზრუნველყოფას. ხაზი გაესვა მსგავს ფაქტებზე საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო რეაგირების აუცილებლობას.