პირველ დეკემბერს ბერლინში მიმდინარე “Travelling Film Festival”-ი ქართული საღამოთი დასრულდა. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საელჩოს კულტურის ატაშემ ქეთევან გვენეტაძემ და ფესტივალის ორგანიზატორმა ანდრეა დადიომ. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნა ზაზა ხალვაში ფილმი ნამე. ღონისძიებაზე ასევე იყო წარმოდგენილი ქართული სამზარეულო. ღონისძიება ჩატარდა საელჩოსა და ბერლინო მაგაზინის ორგანიზებით. საელჩოს სახელით გვსურს მადლობა მოვახსენოთ მხარდაჭერისთვის საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს.