საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 2020 წლის მანძილზე კვლავ განახორციელებს გერმანიაში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების მხარდამჭერ პროექტს. პროექტის მიზანია-დამწყები ხელოვანების ნამუშევრების და შემოქმედების პოპულარიზაცია. ზემოაღნიშნული პროექტი ითვალისწინებს თვეში ერთხელ საელჩოს სივრცის დათმობას გამოფენისთვის, workshop-ისთვის, დისკუსიებისთვის, ერთობლივი სტუდენტური ღონისძიებისათვის. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: events.berlin.emb@mfa.gov.ge