გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, 22 მარტს ფედერალური და მიწების მთავრობები შეთანხმდნენ სოციალური კონტაქტების დამატებით შეზღუდვებზე:

🛑❌მოქალაქეების ერთმანეთთან კონტაქტი, გარდა ერთ სახლში / ბინაში მაცხოვრები ადამიანებისა, მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი.

🛑⛔️საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოქალაქეთა შორის დისტანცია მინიმუმ 1,5 მეტრს უნდა შეადგენდეს.

🛑❗️საჯარო სივრცეში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ მარტო ან დამატებით, სხვა იმავე ბინაში/სახლში მცხოვრებ პირთან ერთად. ასევე, დასაშვებია საჯარო სივრცეში ყოფნა ერთჭერქვეშ მცხოვრებ პირთა ჯგუფისთვის.

🛑✅თავისთავად, დასაშვებია სიარული სამსახურში, გასვლა სხვისი მოვლის მიზნით, საყიდლებზე, ექიმთან, სხდომებზე დასასწრებად, აუცილებელ შეხვედრებზე, გამოცდებზე, სხვების დასახმარებლად ან ინდივიდუალურ სპორტის სახეობებით დაკავებისა თუ სუფთა ჰაერზე გასასეირნებლად, ასევე – სხვა აუცილებელ საქმიანობებზე

🛑❌❌დაუშვებელია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ასევე ბინებში და კერძო დაწესებულებებში მოზეიმე ადამიანების დაჯგუფება.

‼️კონტაქტების შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების დარღვევას გააკონტროლებს შესაბამისი, წესრიგზე პასუხისმგებელი უწყება და პოლიცია. დარღვევები სანქციონირებული იქნება.

🛑🚫გასტრონომიული დაწესებულებები დაიხურება. გამონაკლისს წარმოადგენს შინ მიღებისთვის საკვების შეკვეთით გაგზავნა ან წაღება.

🛑🚫დაიხურება მომსახურების სექტორის დაწესებულები, როგორც მაგალითად, სილამაზის სალონები, კოსმეტიკური სტუდიები და მსგავსი დაწესებულებები.

‼️აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიღება კვლავ დასაშვებია.

🛑დაწესებულებებში და განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში, მნიშვნელოვანია ჰიგიენური წესების დაცვა. თანამშრომლებისა და სტუმრების გათვალისწინებით, აუცილებელია დამცავი ზომების მიღება.

‼️‼️ამ რეგულაციების მოქმედების ვადა მინიმუმ ორი კვირით განისაზღვრა.‼️‼️