მოგმართავთ თხოვნით ყურადღებით გაეცნოთ განცხადებას!
❗ ევროპის მიმართულებით დადგენილ ფრენებს 3 აპრილს ბერლინის მიმართულება დაემატა.
✈️
როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრთან არსებულ საკოორდინაციო საბჭოზე
განისაზღვრა მ.წ. 10 აპრილის ჩათვლით ევროპის ქვეყნებიდან ჩვენი
მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად განსახორციელებელი ავიარეისები,
რომელთა ნაწილი უკვე შესრულდა. კერძოდ, 23 მარტს განხორციელდა
ბერლინი-თბილისის, 24 მარტს – ათენი-თბილისის, 26 მარტს კი ვენა-თბილისის
რეისი.
საბჭოს მიერ განსაზღვრულ
განრიგში შევიდა ცვლილება და განრიგს მ.წ. 3 აპრილს დაემატა
თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულება, რომელსაც შეასრულებს კომპანია
Georgian Airways. განრიგის თანახმად მ.წ. 3 აპრილს
თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებას შეასრულებს კომპანია LOT Polish
Airlines.აღნიშნულ რეისებზე ბილეთები გაიყიდება, ბერლინის შემთხვევაში
კომპანია Georgian Airways-ის,ხოლო ვარშავის შემთხვევაში კომპანია LOT
Polish Airlines-ის ვებ-გვერდებზე.
👇 შეგახსენებთ ფრენების არსებულ განრიგს:
🔹 28 მარტი – ვარშავა-თბილისი – LOT Polish Airlines
🔹 31 მარტი – ამსტერდამი-თბილისი – Georgian Airways
🔹 3 აპრილი – ბერლინი-თბილისი – Georgian Airways
🔹 3 აპრილი – ვარშავა-თბილისი – LOT Polish Airlines
🔹 4 აპრილი -ლონდონი-თბილისი – Georgian Airways (კომპანიის გეგმიური რეისი)
🔹 7 აპრილი -ათენი-თბილისი – Georgian Airways
🔹 10 აპრილი -ლარნაკა-თბილისი – Georgian Airways
💻 აღნიშნულ ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვა მოხდება თანმიმდევრობით, ავიარეისის შესრულების თარიღამდე 2 დღით ადრე, ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანია Georgian Airways -ის ვებ-გვერდზე,ხოლო პოლონეთის მიმართულებაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება კომპანია LOT Polish Airlines -ის ვებ გვერდზე.
🌐 ავიარეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით და თითოეულ ბორტზე განთავსდება 100 მგზავრი.
👉 საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, საბჭოს მიერ განსაზღვრულ ავიარეისებზე სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.
❗ საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.