ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს, რომელთაც ბოლო პერიოდში დატოვეს გერმანიის ტერიტორია და გაემგზავრნენ საქართველოში, გერმანიაში სასაზღვრო კონტროლის გავლისას შენგენის სივრცეში უვიზოდ ყოფნის ვადების გადაცილების გამო შეექმნათ პრობლემები და მათ მიმართ დაიწყო სამართლებრივი პროცედურა.


მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით გარემოებების შესწავლის და შესაძლო დახმარების გზების მოძიების მიზნით, მოქალაქეებს, რომლებმაც კორონა ვირუსის გავრცელებით გამოწვეული ფრენების შეზღუდული გრაფიკის გამო ვერ შეძლეს გერმანიის ტერიტორიის დროულად დატოვება და უვიზოდ ყოფნის ვადების გადაცილების მიზეზით სასაზღვრო კონტროლისას მათ მიმართ დაიწყო სამართლებრივი პროცედურა, ვთხოვთ მოგვაწოდონ შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

🛑სახელი, გვარი, (სასურველია პასპორტის ასლი)

🛑გერმანიის ტერიტორიაზე შემოსვლისა და გასვლის თარიღები (სასურველია პასპორტის შტამპები)

🛑გერმანიის შესაბამისი საიმიგრაციო სამსახურისთვის მიწერილი წერილი/იმეილი, რომელიც წარდგენილ იქნა საზღვრის კვეთისას;

🛑გაუქმებული ბილეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

🛑დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს თქვენს მიმართ სამართლებრივი პროცედურის დაწყებას.


‼️გთხოვთ, ხსენებული დოკუმენტაცია წარმოადგინოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: berlin.konsulat@mfa.gov.ge

‼️❌ზემოხსენებული არ ეხება მოქალაქეებს, რომლებიც კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდნენ გერმანიის ტერიტორიაზე კორონა ვირუსის გავრცელებამდე‼️