მ.წ. 19 ივნისს გაიმართება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ლევან იზორიას შეხვედრა ბერლინში მყოფ ქართველ სტუდენტებთან.

არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე,  სამწუხაროდ ადგილების რაოდენობა არის შეზღუდული.

შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელი იქნება შემოსული სარეგისტრაციო განცხადებების რიგითობის მიხედვით.

შეხვედრაზე დამსწრეთა მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:  https://forms.gle/uUnuBh6N2ReGgYZV9

რეგისტრაციის გავლის შემდგომ, თქვენ მიიღებთ შეხვედრაზე დასწრების დასტურს.

შეხვედრის ადგილი: საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში Rauchstraße 11, 10787 Berlin

შეხვედრის დასაწყისი: 18.00 საათი.