9 ივნისს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ ევროპის ბიზნესგაერთიანების აღმასრულებელ დირექტორთან, მიქაელ ჰარმსთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საინვესტიციო სფეროში ორი ქვეყნის ბიზნესწრეების სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და საელჩოსა და გაერთიანების კოორდინაციით დაგეგმილი ღონისძიებები.