18 ივნისს საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორიამ გამართა გაცნობითი შეხვედრა გერმანიის ბუნდესთაგის წევრთან, სოციალ-დემოკრატიული პარტიის საგარეო პოლიტიკურ სპიკერთან ნილს შმიდთან.

მხარეებმა განიხილეს გერმანია-საქართველოს ურთიერთობის მაღალი დინამიკა და პარლამენტთაშორისო თანამშრომლობა.


შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე მომავალ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების კურსსა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.