19 ივნისს გაიმართა  გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ლევან იზორიას შეხვვედრა ქართველ სტუდენტებთან. მისასალმებელი სიტყვის შემდგომ, შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

ელჩმა ისაუბრა საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებზე და ერთობლივ სამომავლო გეგმებზე, საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ სტრატეგიაზე, ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზე.

საუბრისას ხაზი გაესვა სტუდენტებთან  სამომავლო ერთობლივი პროექტების დაგეგმვას და  მათ აქტიურ ჩართულობას.

დასასრულს, ელჩმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებს საინტერესო და ინტერაქტიური დიალოგისთვის და უსურვა მათ სამომავლო საქმიანობაში წარმატებები.