22 ივნისს საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორიამ გამართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის სამსახურის საგარეო პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელთან თომას ბაგერთან.

მხარეებმა განიხილეს გერმანია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები.