26 ივნისს საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა ქ. შტუტგარტში არსებული ქართული ხელოვნებისა და მუსიკის საზოგადოების დამფუძნევლებთან ბესო ნამჩევაძესთან და ანა ნანუაშვილთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორგანიზაციის სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.