30 ივნისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია შეხვდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატს, გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ახალ თავმჯდომარეს ბარბარა ჰენდრიქსს.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს საარჩევნო სისტემის რეფორმაზე და ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე. ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და სამომავლო პერსპექტივებზე. განხილულ იქნა პანდემიის ფონზე საქართველოში ტურიზმის ამოქმედების გამოწვევები.