გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია 30 ივნისს უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალური აკადემიის (BAKS) პრეზიდენტს ეკეჰარდ ბროსეს შეხვდა. უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალური აკადემია უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის უწყებათშორისი, საგანმანათლებლო ცენტრია, რომლის ფუნქციას უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერალური მთავრობის კონსულტაცია და საჯარო მოხელეების გადამზადება წარმოადგენს.

ლევან იზორიამ და ეკეჰარდ ბროსემ განიხილეს ქართულ-გერმანული ურთიერთობების დინამიკა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.