30 ივნისს საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა ბუნდესთაგის დეპუტატთან, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან და გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელთან ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კარლ ლამერსთან.

ელჩმა მიწოდა დეპუტატს ინფორმაცია საქართველოს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით წარმართული პოლიტიკური პროცესების. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. საუბრის თემა ასევე გახლდათ ნატო-საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობა.