გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა აღმოსავლეთ ევროპის და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (ZOiS) დირექტორთან გვენდოლინ სასესთან და ცენტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ქრისტიან შაიხთან. ZOiS-ი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრია, რომელიც 2016 წელს გერმანიის საგარეო საქმეთა ხელშეწყობით დაარსდა. ZOiS-ი აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ აქტუალურ ტენდენციებს იკვლევს, კვლევის შედეგების საფუძველზე კონსულტაციას უწევს საჯარო უწყებებს და აქტიურად თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოებასთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ZOiS-ის იმ პროექტებზე, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს მოიცავს, საქართველოსთან მიმართებაში – მათ შორის გერმანიის აკადემიურ წრეებში დაინტერესების მზარდ ტენდენციაზე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.