2 ივლისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია შეხვდა ევროკავშირის საკითხების ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს ბუნდესთაგში, გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში დორის ბარნეტს (SPD).
გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე, დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებაზე. საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ღონისძიებებსა და ახალი კორონა ვირუსით შექმნილ გამოწვევებს.