3 ივლისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია შეხვდა ბუნდესთაგის საგარეო საკითხთა კომიტეტში ფრაქცია კავშირი 90/მწვანეების სპიკერს ომიდ ნურიპურს.

გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე, დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებაზე. საუბარი ასევე შეეხო პარლამენტთაშორის თანამშრომლობას და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხს.