გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია 7 ივლისს ბერლინის ევროპული აკადემიის დირექტორს ქრისტიან იოჰანს და დირექტორის მოადგილეს ვერონიკა პრისმაიერ-ტკოცს შეხვდა. ბერლინის ევროპული აკადემია პოლიტიკური განათლების და ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გერმანული ორგანიზაციაა, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, გერმანიის პოლიტიკური განათლების ფედერალურ სააგენტოსთან, ევროკომისიასთან, ისევე როგორც სხვადასხვა პოლიტიკურ თუ სამეცნიერო ფონდებთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქართულ-გერმანული ურთიერთობების დინამიკა, აღმოსავლეთ პარტნიორობის და ზოგადად ევროპული ინტეგრაციის აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.