გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ 7 ივლისს გაცნობითი შეხვედრა გამართა მეცნიერების და პოლიტიკის ფონდის (SWP) დირექტორთან ფოლკერ პერტესთან. მეცნიერების და პოლიტიკის ფონდი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროპის ერთ-ერთი უდიდესი კვლევითი ინსტიტუტია, რომლის უმთავრეს ფუნქციას, ფონდის მიერ წარმოებული კვლევების საფუძველზე გერმანიის ფედერალური მთავრობის, ბუნდესტაგის, ევროკავშირის, ნატოს, გაეროს კონსულტაცია წარმოადგენს.
ლევან იზორიამ და ფოლკერ პერტესმა ისაუბრეს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებზე, ქვეყნის აქტუალურ გამოწვევებზე და ფონდის საქმიანობაზე საქართველოსთან მიმართებაში.