8 ივლისს გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ლიბერალური მოდერნიზმის ცენტრის (LibMod) ხელმძღვანელს რალფ ფუქსს და ცენტრის აღმოსავლეთ ევროპის პროგრამების დირექტორს მარილუიზე ბეკს შეხვდა. ლიბერალური მოდერნიზმის ცენტრი 2017 წელს დაარსდა და მის ძირითად მისიას დემოკრატიული ღირებულებების დაცვა წარმოადგენს მზარდი ავტორიტარული ტენდენციების ფონზე. ცენტრი აქტიურად არის დაკავებული მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიმდინარე პროცესების ანალიზით და ზოგადად აღმოსავლეთ პარტნიორობით.

ლევან იზორიამ, რალფ ფუქსმა და მარილუიზე ბეკმა შეხვედრისას ისაუბრეს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებზე, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის დინამიკაზე და გამოწვევებზე.