მ.წ. 10 ივლისს საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია იმყოფებოდა ვიზიტით ქ. ჰანოვერში.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ელჩის შეხვედრა ქართველ თანამემამულეებთან.შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც ქ. ჰანოვერში მცხოვრები თანამემამულეები ასევე ქ. ბილეფელდის გერმანულ/ქართული საზოგადოების წარმომადგენლები, ჩვენი თანამემამულეები ქ. ვოლფსბურგიდან და ქ. ესენიდან.

შეხვედრა მიმდინარეობდა დიალოგის ფორმატში და დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები. შეხვერდაზე განხილულ იქნა, როგორც საქართველო/გერმანიის ორმხრივი ურთიერთობი, ასევე ევროკავშირთან მიღწეულო პოლიტიკური წარმატება, საქართველოს წარმატებული მაგალითი მსოფლიო პანდემიის ბრძოლასთან მიმართებაში, საინვესტიციო კლიმატი საქართველოში და ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო შემდგომი ნაბიჯები. ელჩმა ასევე გააცნო ქართველ თანამემამულეებს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.