გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა გერმანიის გარემოს დაცვის კავშირის (NABU) საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორთან თომას ტენჰარდტთან და NABU-ს წარმომადგენელთან პროფესორ ჰარტმუტ ფოგტთან. NABU გერმანიის ყველაზე დიდი გარემოს დაცვითი კავშირია, რომელიც მხარდამჭერებთან და წევრებთან ერთად 770.000 ადამიანს აერთიანებს გარემოსდაცვითი თემების ირგვლივ.

მხარეებმა ისაუბრეს NABU-ს საქმიანობაზე აღმოსავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით კი საქართველოში, მიმდინარე პროექტებზე, გარემოს დაცვასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობაზე კონკრეტული პროექტების ფარგლებში.