2020 წლის 15 ივლისს საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა გერმანიის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, უვე ფაილერთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული აქტუალური საკითხები და ყურადღება გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.