22 ივლისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია შეხვდა გერმანიის ეპისკოპოსთა კონფერენციის პრეს-სპიკერს, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელს მათიას კოპს.
შეხვედრა შეეხო პანდემიის გამო არსებულ სამოგზაურო შეზღუდვებს, აღინიშნა წარსულში ქართულ მხარესთან არსებული წარმატებული თანამშრომლობა და გამოითქვა მისი აქტიურად გაგრძელების იმედი.