გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ 22 ივლისს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა გერმანიაში ამერიკის შეერთებული შტატების გერმანული მარშალის ფონდის (GMF) ვიცე-პრეზიდენტთან თომას ქლაინე-ბროკოფთან.

ლევან იზორიამ და თომას ქლაინე-ბროკოფმა ფონდის საქმიანობაზე, ქართულ-გერმანული ურთიერთობების დინამიკაზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოში პანდემიის წინააღმდეგ მიღებულ ზომებზე, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრეს.