1) უპირობოდ საზღვარი გახსნილია ამ ეტაპზე 5 ქვეყნისთვის:

           – გერმანია

           – საფრანგეთი

           – ლატვია

           – ლიეტუვა

           – ესტონეთი

ჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეები და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირები:

  • საქართველოში შეძლებენ შემოვიდნენ ნებისმიერი სახის ვიზიტით;
  • თავისუფლდებიან 14 დღიანი კარანტინის/იზოლაციის და ტესტირების ვალდებულებისგან თუ საქართველოში ჩამოდიან მხოლოდ საჰაერო გზით, ხსენებული 5 ქვეყნიდან გამომგზავრების შემთხვევაში. (მაგ: გერმანიის მოქალაქე ან მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირი პირდაპირ გერმანიიდან, ან საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის გავლით)
  • ექვემდებარებიან 14 დღიან სავალდებულო კარანტინს/იზოლაციას და შესაბამის ტესტირებას საკუთარი ხარჯით თუ საქართველოში ჩამოდიან სხენებული 5 ქვეყნის გარდა ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან პირდაპირ ან ტრანზიტით (მაგ: გერმანიის მოქალაქე ან მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირი ნიდერლანდების, ავსტრიის ან თურქეთის გავლით)
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე ვალდებული არიან შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა (https://stopcov.ge/en/Protocol) სადაც უნდა მიუთითონ ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, ასევე საქართველოში ვიზიტის დროს ადგილსამყოფელი და საცხოვრებელი ადგილი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა. სასურველია ანკეტა შეივსოს სულ მცირე გამოფრენის წინა დღეს.
  • თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში შემომსვლელი პირი ნამყოფია გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის გარდა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ის ექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს და შესაბამის ტესტირებას საკუთარი ხარჯით;
  • ხსენებული 5 ქვეყნიდან მომავალი პირები სასაზღვრო პუნქტზე ექვემდებარებიან თერმულ სკრინინგს, ხოლო 37C გრადუსზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მათ უტარდებათ PCR კვლევა. თუ ტესტირების შედეგად მათ დაუდასტურდებათ ახალი კორონა ვირუსი ექვემდებარებიან შესაბამის საკარანტინე/სამკურნალო სივრცეში გადაყვანას.

    2) დათქმებით საზღვარი გახსნილია ამ ეტაპზე 13 ქვეყნისთვის:

        – ესპანეთი              – ნიდერლანდები

        – ლუქსემბურგი    – პორტუგალია

        – პოლონეთი          – საბერძნეთი

        – რუმინეთი            – ხორვატია

        – შვედეთი              – კვიპროსი

        – იტალია                – ისლანდია

        – სლოვენია

ჩამოთვლილი 13 ქვეყნის მოქალაქეები და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირები:

  • საქართველოში შეძლებენ შემოვიდნენ ნებისმიერი სახის ვიზიტით;
  • საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარებიან 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლას და შესაბამის PCR ტესტირებას, რომლის ხარჯებიც უნდა დაფარონ თავად.
  • საქართველოს საზღვარზე არ არის აუცილებელი უცხოეთში ჩატარებული ლაბორატორიული კვლების ამსახველი დასკვნის (PCR ტესტი) წარმოდგენა.