აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, მ. წ. 8 აგვისტოს საქართველოს საელჩოში ბერლინში გაიმართა ფილმის „შინდისი“ ჩვენება ქართველი სტუდენტებისათვის. ფილმის დასრულების შემდეგ საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ ისაუბრა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე. ასევე, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ კითხვები დაესვათ ფილმის რეჟისორისათვის, ბატონი დიტო ცინცაძისთვის და თავდაცვის ატაშე გენერალ შავლეგო ტაბატაძისთვის.