13 აგვისტოს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა გერმანიის სავაჭრო-სამრეწველო პალატების გაერთიანების საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ვოლკერ ტრაიერთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საინვესტიციო სფეროში ორი ქვეყნის ბიზნესწრეების სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და საელჩოსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატების გაერთიანების სამომავლო აქტივობები.