3 სექტემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ ონლაინ შეხვედრა გამართა საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს ECFR ბერლინის ოფისის ხელმძღვანელთან იანა პუგლიერინთან. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის ოფისები განლაგებულია ევროპის შვიდ დედაქალაქში.
გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, რომელიც ძირითადად ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებებს მოიცავს, ისაუბრეს საქართველოს წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და იმსჯელეს საერთო ინტერესის საკითხებზე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებთან დაკავშირებით. შეხვედრისას შეთანხმდა მომავალი თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები.