3 სექტემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია Polis180-ისა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის, #GEOYOUTH2020 ფარგლებში გამართულ ონლაინ დისკუსიას დაესწრო. მთავარ თემას საქართველოს პოლიტიკური პარტიების მუშაობაში ახალგაზრდებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა წარმოადგენდა.

დისკუსიას ასევე ესწრებოდნენ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში, ელჩი ჰანს-იურგენ ჰაიმსოიტი და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები.

ლევან იზორიამ თავის მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა ახალგაზრდების როლზე დემოკრატიზაციის პროცესში. აგრეთვე, შენიშნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის განათლებისა და ახალგაზრდების ჩართულობის ამაღლების მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა და გამოთქვა მომავალი თანამშრომლობისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების იმედი.