8 სექტემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია შეხვდა ბუნდესთაგის წევრს ბატონ იოსიპ იურატოვიჩს (SPD).გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და წინასაარჩევნო პერიოდზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.