11 სექტემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ გამართა შეხვედრა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თანათავმჯდომარე ელენ უბერშერთან და ფონდის აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის რეფერატის ხელმძღვანელთან, ვალტერ კაუფმანთან.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ფონდის მრავალწლიანი თანამშრომლობა ქართულ მხარესთან, წინასაარჩევნო პერიოდი საქართველოში და ქვეყნის განვითარების საკითხში ახალგაზრდა თაობის ჩართულობის მნიშვნელობა.

საუბარი შედგა, ასევე, ოკუპირებულ რეგიონებზე, როგორც საქართველოს მთავარ გამოწვევაზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ღია დიალოგისა და დისკუსიის მნიშვნელობასა და ახალგაზრდების ჩართულობას კონფლიქტის მოგვარებაში.