15 სექტემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია შეხვდა სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან გერმანიის ბუნდესთაგის ვიცეპრეზიდენტს თომას ოპერმანს.გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ვითარება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები. შეხვედრის თემას წარმოადგენდა ასევე საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები და ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური გამოწვევები.