საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!
2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე.

საარჩევნო მიზნებისთვის საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 ოქტომბრის. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია, ვებ-გვერდის www.geoconsul.gov.ge საშუალებით, საელჩოში/საკონსულოში პირადი გამოცხადების გზით, ასევე, საფოსტო გზავნილის მეშვეობით.

მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტი, შეუძლიათ გადაამოწმონ, შემდეგ ბმულზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka/check/electionsPlace

თუ ამომრჩეველი ვერ აღმოაჩენს პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში, მან უნდა მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას. საკონსულოების ცხელი ხაზის ნომრები იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://mfa.gov.ge/MainNav/MediaCenter/Consular-Hotline.aspx

საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან ექვსი თვის ვადაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, საკონსულო აღრიცხვიდან ავტომატურად მოიხსნება.

საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბანზე მისვლისას მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის ვადიანი/მოქმედი პასპორტი ან პირადობის მოწმობა (ID card).

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

გვერდი მიზნად ისახავს, 2020 წლის 31 ოქტომბერს დანიშნულ საერთო საპარლამენტო არჩევნებსა და მასში შეუფერხებლად მონაწილეობის პროცედურასთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებას. 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე. საარჩევნო მიზნებისთვის საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 ოქტომბრის.