23 სექტემბერს საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ საელჩოში უმასპინძლა საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს – ECFR ბერლინის ოფისის ხელმძღვანელს იანა პუგლიერინს და EFCR-ის ერთ-ერთი პროგრამის „Wider Europe“ ექსპერტს გუსტავ გრესელს.

შეხვედრისას განხილულ იქნა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები და ერთობლივი ღონისძიების ორგანიზების შესაძლებლობები. მხარეებმა იმსჯელეს მომავალი დისკუსიის სავარაუდო თემებზე, რომელიც პრიორიტეტულია ქართული მხარისთვის და ასევე საინტერესოა ევროპული პერსპექტივიდან და ღონისძიების შესაძლო ფორმატებზე. ელჩმა მიაწოდა ექსპერტებს ინფორმაცია საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებსა და მთავარ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო ასევე საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსა და საარჩევნო სისტემის  ცვლილებებს საარჩევნო სისტემის ცვლილებასტან დაკავშირებულ პოლიტიკურ პროცესებს.