სექტემბრის თვეში საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და საქართველოს გენერალური კონსული ქ. მაინის ფრანკფურტში ლევან დიასამიძე ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. იულიხის კვლევით ცენტრსა და აახენის უნივერსიტეტში.

ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა იულიხის კვლევითი ცენტრის საბჭოს დირექტორთან პროფესორ ვოლფგანგ მარკარდთან. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგროც გერმანელმა მეცნიერებმა ასევე იულიხის კვლევით ცენტრში დასაქმებულმა ქართველმა მკვლევარებმა. ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იულიხის ცენტრისა და ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის სამომავლო თანამშრომლობაზე, გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობასა და ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდა სტუდენტების პროექტებში ჩართულობაზე. ლევან იზორიამ ასევე ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ერთობლივი პროექტების დაგეგმვის აუცილებლობას. აღსანიშნავია, რომ 20 წელზე მეტია იულიხის კვლევითი ცენტრი წარმატებით თანამშრომლობს ქართული უნივერსიტეტების კონსორციუმთან. ელჩი გამოვიდა ინიციატივით 2021 წელს დაიგეგმოს იულიხის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელთა ვიზიტი საქართველოში.

აახენის უნივერსიტეტში ელჩს უმასპინძლა რექტორმა ულრიხ რიუდიგერმა. გაიმართა პრეზენტაცია აახენის უნივერისტეტის შესახებ, ასევე განხილულ იქნა სამომავლო გეგმები აახენის უნივერსიტეტისა და ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობის შესახებ.