20 ოქტომბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ გამართა გაცნობითი  შეხვედრა ვიდეო-ფორმატით კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული პროგრამის „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგის“ დირექტორთან, ტომას შრაპელთან.

მხარეებმა განიხილეს არსებული წარმატებული თანამშრომლობა, განსაკუთრებით ერთობლივი ღონისძიების ციკლის ფარგლებში „საქართველო ფოკუსში“. განისაზღვრა თანამშრომლობის შემდგომი ეტაპები და  ხედვები.