მ.წ. 23 ოქტომბერს, ბრანდენბურგის ფედერალური მიწის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის ბარბარა რიხშტაინის  და ქ. ვეჩაუს მერის ბენგთ კანცლერის მოწვევით, საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია ესტუმრა სლავენბურგს და ვეჩაუს. ვიზიტის ფარგლებში სლვანებურგ-რადუშის ხელმძღვანელმა იენს ლიპსდორფმა უმასპინძლა ქართულ დელეგაციას. გაიმართა სამუშაო შეხვედრა კონკრეტულ თემებზე სამომავლო თანამშრომლობის განვითარების მიზნით. სამუშაო შეხვედრას, ასევე ონლაინ ფორმატში ესწრებოდა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი პრეზიდენტი საბინე კუნსტი და ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი.