მგზავრთა საყურადღებოდ, რომელთა ფრენა საქართველოში/დან ღამის საათებშია დაგეგმილი:საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში ღამის საათებში (22:00-05:00) დაგეგმილი ფრენების მგზავრებმა და მათმა დამხვდურმა/გამცილებელმა პირმა, რეისამდე მინიმუმ რამდენიმე საათით ადრე უნდა დარეკოს მთავრობის ცხელი ხაზის ნომერზე 144 (1), რათა რეისისა და პირადი მონაცემების საფუძველზე მიიღონ ერთჯერადი ნებართვა, რომლის საშუალებითაც აღნიშნული პირები შეძლებენ სახლიდან აეროპორტის მიმართულებით და პირიქით გადაადგილებას. ასევე, შესაძლებელია აეროპორტის ტაქსით სარგებლობა, რადგან მათზე გაცემულია ღამის საათებში გადაადგილების ნებართვა.