18 ნოემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ ვებ-შეხვედრა გამართა განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის რეფერატის ხელმძღვანელთან გაბრიელე ჰერმანთან.

გაცნობითი სახის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე, Twining-ის მიმდინარე პროგრამებზე. საუბარი ასევე შეეხო სამოქალაქო განათლების საკითხებში სამინისტროს, მშობელთა გაერთიანებების და სხვა აქტიორების ჩართულობის სპეციფიკას.