19 ნოემბერს საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა ბუნდესთაგის წევრთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე მომხსენებელთან, ნიკოლას ლობელთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე პროცესები, აღმოსავლეთ პარტნიორობის აქტუალური საკითხები. ამასთან, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე.