24 ნოემბერს საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ ონლაინ შეხვედრა გამართა გერმანიის მეცნიერებისა და პოლიტიკის ინსტიტუტის (SWP) აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილესთან ფრანცისკა სმოლნიკთან.

შეხვედრისას განხილულ იქნა ბოლო პერიოდის განვითარებები კავკასიის რეგიონში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ და საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირისა და აშშ-ს პოლიტიკის ძირითადი ასპექტები. ელჩმა გაუზიარა ექსპერტს ქართული მხარის ხედვა  საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებსა და მთავარ გამოწვევებზე. შეხვედრისას მხარეებმა იმსჯელეს მეცნიერებისა და პოლიტიკის ინსტიტუტთან შემდგომი თანამშრომლობის გეგმებთან დაკავშირებით.